Saturday, April 1, 2017

კურსის შეჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლება.ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო.ვისწავლეთ პროექტის წერა, რაც გამომადგება შემდეგში ახალი პროექტების
წერაში და ახალი იდეების განხორციელებაში.პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს კვლევის,თანამშრომლობის,ურთიერთშეფასების უნარებს.დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს გაწეული შრომისათვის.

Sunday, March 26, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მეშვიდე დღის მოდული.განვიხილეთ და შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავწერეთ რეფლექსიები. განვიხილეთ პროექტები , მათი ეტაპები .

Saturday, March 25, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე დადროის ჩარჩოზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, March 19, 2017

VI-დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ შეფასების გეგმა .დავხვეწეთ შეფასების სტრატეგიები.შევიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაციები ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ და შევაფასეთ პროექტის პრეზენტაციები 3.2.1 სქემით.

პროექტის პრეზენტაცია