Saturday, April 1, 2017

კურსის შეჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლება.ტრენინგი იყო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო.ვისწავლეთ პროექტის წერა, რაც გამომადგება შემდეგში ახალი პროექტების
წერაში და ახალი იდეების განხორციელებაში.პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს კვლევის,თანამშრომლობის,ურთიერთშეფასების უნარებს.დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს გაწეული შრომისათვის.

Sunday, March 26, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მეშვიდე დღის მოდული.განვიხილეთ და შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავწერეთ რეფლექსიები. განვიხილეთ პროექტები , მათი ეტაპები .

Saturday, March 25, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე დადროის ჩარჩოზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, March 19, 2017

VI-დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ შეფასების გეგმა .დავხვეწეთ შეფასების სტრატეგიები.შევიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაციები ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ და შევაფასეთ პროექტის პრეზენტაციები 3.2.1 სქემით.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, March 18, 2017

IV-V დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პრეზენტაციის ნაწილის შესრულებაზე. გავიხსენეთ სლაიდების გაკეთება. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
განვიხილეთ მეორე და მესამე მოდული და დავასრულეთ.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

Saturday, March 11, 2017

III დღის რეფლექსია

გავეცანი მეორე მოდულის აქტივობებს.გავეცანით სტანდარტებს,მიზნებსა და შედეგებზე.   .ვიმუშავეთ ბლოგზე.ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესოა.

რეფლექსიები


I-II  დღის რეფლექსიები.

გავეცანით ინტელის პროექტის სახელმძღვანელოს.შევქმენით პორტფოლიო და ბლოგი.

ტრენინგი არის საინტერესო.